| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილი (GBC) - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, ღვინის საოჯახო მარანი „ელდარადო“ გაიხსნა. ბოჭორიშვილების მარნის პრეზენტაციაზე სტუმრებმა სხვადასხვა ჯიშის ყურძნისაგან (რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, საფერავი, თავკვერიკაბერნე) დაწურული ღვინოებ დააგემოვნეს.
ბოჭორიშვილების ოჯახს, ვენახები მსოფლიოში ცნობილი, არქეოლოგიური ძეგლების, „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ მიმდებარედ, ცნობილ მიკრო ზონებში აქვთ გაშენებული, რაც მათ მარანში წარმოებულ ღვინოს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობასა და განსაკუთრებულ თვისებებს მატებს.
ამ ტერიტორიაზე, ღვინის წარმოებასა და საოჯახო მარნის განვითარებას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამ ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგად დასტურდება, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. აღრიცხვით VII – VI ათას წლეულებში, ე.ი. 8200 წლის წინ აყენებდნენ. სწორედ ამიტომ, მარნეული ცნობილია, როგორც - “ ღვინის აკვანი“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss