| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - დუალური პროფესიული პროგრამის „მევენახეობა-მეღვინეობა“ პირველ კურსდამთავრებულებს კვალიფიკაცია მიენიჭათ.
კვალიფიკაციის მინიჭების ღონისძიებას Schuchmann Wines Château -მ უმასპინძლა, რომელიც
2016 წლიდან არის ჩართული დუალურ პროფესიულ პროგრამაში.
პროფესიული პროგრამა ‘’მევენახე-მეღვინე’’
2016 წლის შემოდგომიდან ხორციელდება ორ სახელმწიფო კოლეჯში- ილია წინამძღვრიშვილის
კოლეჯსა და კოლეჯში „აისი“. პროგრამის განხორიელებაში
ჩართულია 25-მდე ღვინის საწარმო, პროცესების კოორდინირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს
ასოციაცია ‘’ქართულ ღვინოს’’.
ამჟამად, დუალური პროგრამების კურსდამთავრებულების
დიდი ნაწილი დასაქმებულია მათ სასწავლო კომპანიებში.
დუალური პროფესიული განათლების მიდგომა
გულისხმობს კერძო სექტორის (სხვადასხვა კომპანიის) მაქსიმალურ ჩართულობასა და პასუხისმგელობას
პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, რაც უზრუნველყოფს ისეთი პროფესიონალების
მომზადებას, რომელთა უნარები სრულად შეესაბამება კერძო კომპანიების საჭიროებებს.
დუალური პროფესიული განათლების ძირითადი
პრინციპი არის ის, რომ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ხდება ორ ადგილზე - კოლეჯსა
და სასწავლო საწარმოში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss