| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკულ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურას ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა, რომელიც საქართველოში აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოვიდა და პირველი საინფორმაციო შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა.
ნეპალის დელეგაციას, სექტორის წამომადგენლების მონაწილეობით, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და ირიგაციის მინისტრი ტოიანათ ადჰიკარი ხელმძღვანელობს.
მინისტრის
მოადგილის, დავით
თვალაბეიშვილის
განცხადებით,
დელეგაცია
გაეცნობა
ენერგოსექტორის
მარეგულირებელ
ბაზას,
შეხვედრებს
გამართავს
საჯარო
და
კერძო
ენერგოსექტორის
წარმომადგენლებთან. „იმედი გვაქვს,
რომ
საქართველოს
გამოცდილება
ჩვენს
ნეპალელ
კოლეგებს
საკუთარ
საქმიანობაში
დიდად
დაეხმარება" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით კი ბაზრის რეგულირების მიმართულებით.
ნეპალის დელეგაცია 7 დეკემბრამდე დარჩება. უნდა განიხილონ ენერგეტიკაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გამარტივებას და რეგიონალური ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss