ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
EBRD-ი 7 ქალაქის ავტოპარკის განახლებას დააფინანსებს
29 ნოემბერი, 2019, 17:29
EBRD-ი 7 ქალაქის ავტოპარკის განახლებას დააფინანსებს

თბილისი (GBC) - თბილისი ეკოლოგიურად სუფთა გაზზე მომუშავე (CNG) 200 ავტობუსი დაემატება. 

ხელშეკრულება რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკთან უკვე გაფორმებულია. 

ახალი შეთანხმებით, EBRD გამოყოფს 80 მლნ ევროს ფინანსურ რესურსს, საიდანაც 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იქნება უშუალოდ ავტობუსების შესაძენად, 15 მლნ ევრო დეპოს მშენებლობაზე. 

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, EBRD-სთან გაფორმებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შეძენილ იქნა  და ქალაქის მოსახლეობას უკვე ემსახურება ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი.

ივანე მაჭავარიანმა და რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა ხელი მოაწერეს „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამას“, რომლის საფუძველზეც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს 6 დიდ ქალაქში (რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი და ფოთი) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, გამოყოფს 17 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს, დაახლოებით, 175 ავტობუსის შესაძენად.

EBRD მზადაა, მოიძიოს გრანტი შესაბამის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ არსებული საჭიროების დეტალური კვლევის დასაფინანსებლად (ავტობუსების მარშრუტები, გადახდის სისტემები, სატარიფო გეგმა და ა.შ.)

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები