ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ივანიშვილი პანამელ ინვესტორებში - $60 მლნ კონტრიბუციით
27 ნოემბერი, 2019, 16:40
ივანიშვილი პანამელ ინვესტორებში - $60 მლნ კონტრიბუციით

თბილისი (GBC) - H1/2019 ყველაზე მეტი ინვესტიცია პანამიდანაა - $ 59 მლნ, რაც  ბიძინა ივანიშვილის  შპს „ტურიზმის განვითარების ფონდს“ უკავშირდება, რომლის 100%-ის მფლობელია FRANKSTON INTERNATIONAL-ი.

ფონდის პროექტების მომსახურე კომპანიების ყოფილი და მოქმედი დირექტორები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულები არიან.

საჯარო რეესტრის თანახმად,  ფონდი და ბანკი „ქართუ“ ერთ იურიდიულ მისამართზეა. FRANKSTON INTERNATIONAL-ია ბიძინა ივანიშვილის მთავარი საინვესტიციო კომპანიის - „თანაინვესტირების ფონდის“ 100%-ის წილის მფლობელიც.

მარადიული დირექტორი ფიგურირებს კალაძე-ივნიშვილის  „პროგრეს ბანკშიც", 3-გზის რებრენდინგში შეუცვლელი ილია კეჭაღმაძე, რომელიც WEBION-ი (კვიპროსში, (ლიმასოლი) და PINTEX -ის მაჟორიტარობისას ბანკის საბჭოს წარმოადგენდა.

2016 წ „პანამის დოკუმენტებში“  ივანიშვილი  დავით კეზერაშვილთან (თავდაცვის ყოფ მინისტრი) არის მოხსენიებული.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გავლით რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მნიშვნელოვან კაპიტალს ფლობენ და რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს  აკონტროლებენ. მათ შორის არის თბო და ჰიდრო ელექტროსადგურები, საწვავის ბაზარზე მოქმედი კომპანიები, ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები, „ბილაინი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“.

ოფშორული კაპიტალი აკრძალული არ არის, თუმცა  პოლიტიკოსებისთვიოს არაიმიჯურია  მაგ₾ პანამის დოკუმენტების“ სკანდალზე, ბრიტანეთის პრემიერსოფშორულ  30 000 სტერლინგის ღირებულების წილის გაყიდვაზე მოუწია განმარტება. არადა 6 წლის წინანდელ ამბავ იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ ოფშორული კომპანიის წილისგან „გათავისუფლდა“

 საქართველოში დარეგისტრირებული 3 000 კომპანიის,  სრული ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორულია 1,000-მდე ბრიტანეთში შემავალ ოფშორებშია, ვირჯინიის კუნძულებზე - 250 კომპანიაა, კვიპროსზე - 280, პანამაში - 74, სეიშელის კუნძულებზე - 63, ამერიკის სამოაში - 80, ბაჰამის კუნძულებზე 12 .

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები