| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ოფშორიდან შემოდინებებზე, მათ შორის
სახელმწიფოს დაფინანსებულ პროექტებში, რითიც კომპანიები დიდ სარგებელს ნახულობენ,
სახელმწიფო კი ზარალდება, საერთაშორისო გამჭვირვალ;ობა წერს.
საქართველოში დარეგისტრირებული 3 000
კომპანიის, სრული ან გარკვეული წილის
მფლობელი ოფშორულია 1,000-მდე ბრიტანეთში შემავალ ოფშორებშია, ვირჯინიის კუნძულებზე - 250 კომპანიაა,
კვიპროსზე - 280, პანამაში - 74, სეიშელის კუნძულებზე - 63, ამერიკის სამოაში -
80, ბაჰამის კუნძულებზე 12 .
„რომ იცოდეთ, უცხოური ინვესტიციების 60-70% სინამდვილეში თავისი ბუნებით ქართულია, აქედან , გატანილი, და შემოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან ან ოფშორიდან“ , - ფინანსთა მინისტრმა თქვა (13/09.2019)
ოფიციალური სტატისტიკით, 2010-2018 ოფშორიდან $ 5 მლრდ ი შემოვიდა, რმთლიანი ინვესტიციების 38%, ყველაზე მოცულობითი - $3 მლრდ ნიდერლანდებიდან და გაერთიანებული სამეფოდან. $300 მლნ-ით პანამა ლიდერობს, შემდეგია მალტა $239 მლნ, ვირჯინიის კუნძულები - $96 მლნ, ბელიზი - $64 მლნ დოლარით და ა.შ.
H1/2019 ყველაზე მეტი ინვესტიცია პანამიდანაა - $ 59 მლნ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული - შპს „ტურიზმის განვითარების ფონდთან“ 100%-ის მფლობელია FRANKSTON INTERNATIONAL-ი.
ფონდის პროექტების მომსახურე კომპანიების ყოფილი და მოქმედი დირექტორები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულები არიან.
საჯარო რეესტრის თანახმად, ფონდი და ბანკი „ქართუს“ ერთ იურიდიულ მისამართზეა. FRANKSTON INTERNATIONAL-ია ბიძინა
ივანიშვილის მთავარი საინვესტიციო კომპანიის - „თანაინვესტირების ფონდის“ 100%-ის
წილის მფლობელიც.
Off Shore - „საგადასახადო სამოთხე“
კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანია განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობს
დაბალი გადასახადები, მფლობელის კონფიდენციალურობა, მარტივი ფინანსური ანგარიშგება, არ მოითხოვება რეზიდენტობა. შემოსული ფული
შესაძლოა მოქმედი პოლიტიკოსი იყოს, რომელსაც ან ლეგალურად აქვს შეზღუდული ბიზნეს
საქმიანობა ან ოფშორი ანონიმურობა კორუფციულ სქემებში მონაწილეობის გარანტად
სჭირდება.
ყველაზე მოთხოვნადი ტერიტორიებია: პანამა, ბაჰამის კუნძულები,
ბრიტანეთს ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, მალტა, კაიმანის კუნძულები, ბელიზი,
ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერზი, ჰონგ კონგი, მარშალის კუნძულები, მაკაუ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss