ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი Welcome to Georgia-ს V დაჯილდოებას უმასპინლებს
27 ნოემბერი, 2019, 14:43
საქართველოს ბანკი Welcome to Georgia-ს V დაჯილდოებას უმასპინლებს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 6 დეკემბერს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასიქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიას გაიმართება.

დაჯილდოების ცერემონიაზე, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტ წარმომადგენელს შორის 26 ნომინაციაში ამდენივე  გამარჯვებული გამოვლინდება. მათ შორის  დასახელდებიან საუკეთესოები ახალ ნომინაციებში: “საუკეთესო ავიაკომპანია”, “საუკეთესო ტრადიციული რეწვა”, “საუკეთესო ნიშური ტურიზმი”, “საუკეთესო სოფლის ტურიზმის”, “საუკეთესო მცირე მეღვინეობა”, “H2O Water Saving Award”- ეს ნომინაცია შეიქმნა სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, და სპეციალური პრიზი - Khetsuriani Trophy. 

წლევანდელი ცერემონიის ფორმატი წინა წლებისგან განსხვავებული იქნება, მას  საიუბილეო საღამოს ფორმატი ექნება გალა-ვახშმით, ინტერაქტიული პროგრამით და სხვა მრავალი სიურპრიზით. ღონისძიებას 700-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის მთავრობისა და   ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები