ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკებს კონტრციკლური ბუფერი კვლავ არ უწესდება
27 ნოემბერი, 2019, 12:48
ბანკებს კონტრციკლური ბუფერი  კვლავ არ უწესდება

 თბილისი (GBC) – სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა(ფსკ) კონტრციკლური ბუფერი კვლავ არ შემოიღო - 0%-ზე, დატოვა. სებ-ის განცხადებით, 2019 წლის დასაწყისიდან სესხების ზრდა, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელი ტენდენციით ხასიათდება.

 

2019 წლის ოქტომბერში სესხების ზრდაა 13,9%, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით (08/2019 +14.6%).ესხები/მშპ გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც  გაცვლითი კურსის ეფექტს და საკრედიტო აქტივობას ასახავს.

 

ფსკ -ს მოლოდინით, არსებული ტენდენციით საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება.



 

*მოიცავს ბანკის, მისოს სესხებს, ასევე, კომპანიების ადგილობრივ ობლიგაციებს.

 

** სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი სესხების მშპ-თან ფარდობის სხვაობა, მისი გრძელვადიანი ტრენდიდან.  ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი.

 

ფინანსური სტაბილურობის ანგარიში განახლებულია, ევროპის სისტემური რისკის კომიტეტის რეკომენდაციებით (ESRB/2013/1).


მაკროპრუდენციული პოლიტიკის 5 შუალედურ მიზანს განსაზღვრავს:

-ჭარბი საკრედიტო ზრდისა და ლევერიჯის შემცირება და თავიდან აცილება.

-ბაზრის არალიკვიდურობისა და ვადიანობის ჭარბი შეუსაბამობის შემცირება და თავიდან აცილება.

-პირდაპირი და არაპირდაპირი პოზიციის კონცენტრაციის შეზღუდვა.

-არასწორი სტიმულების (misaligned incentives) სისტემური ზემოქმედების შეზღუდვა მორალური რისკის (moral hazard) შემცირების მიზნით.

-ფინანსური სისტემის დოლარიზაციის შემცირება.

 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 26/02/2020 გაიმართება ((L - 18/09.2019).



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები