| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ნათია თურნავა ქართველი მეზღვაურების სხვადასხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების პრიორიტეტულობაზე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეაზე განაცხადა.
ასამბლეის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 10 ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა, დაგეგმილია IMO-ს გენერალურ დირექტორთან კიტაკ ლიმთან.
„გამოცდილ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე
მეზღვაურებზე გლობალურად დიდი საჭიროებაა, ხოლო საქართველო არის ქვეყანა, რომლის მამაცი,
კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი მეზღვაურები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე
მოთხოვნადნი არიან. აქედან გამომდინარე, შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება
ამაზე და გვინდა, კონკრეტულ ქვეყნებთან კონკრეტულ შეთანხმებებს მივაღწიოთ“, - აღნიშნა
ნათია თურნავამ.
ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერა ბრაზილიასთან მემორანდუმს, რაც ქართველ მეზღვაურებს 900-მდე გემზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. ასევე ერმანიის საზღვაო უწყებასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს 3000-ზე მეტ გემზე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss