| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ,,ქართულმა ოცნებამ’’ განმუხტვის ნაცვლად, სიტუაცია უფრო გაამწვავა - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე. აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ მოხსნა არაადეკვატურობის და ცინიზმის ყველა რეკორდი. ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია საზოგადოების ერთი ნაწილის რადიკალიზაცია და მეორე ნაწილის სრულ ნიჰილიზმში ჩაგდება.
"არ დატოვა კომუნიკაციის არანაირი სივრცე და არც კი განიხილა ჩიხიდან გამოსვლის ალტერნატიული გონივრული გზები.
პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა შეგნებულად დაარღვია. "ლელო“ ამ ვითარებაში, გამოსავალს მომავალი არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებაში ხედავს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას და არ საჭიროებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერას და ამ მოთხოვნით აგრძელებს მონაწილეობას საზოგადოების სამართლიან პროტესტში’’ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss