| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკის მხარდაჭერით, აღმაშენებელზე Accor Hotels ჯგუფის 150- ნომრიანი სასტუმრო ibis Tbilisi Stadium გაიხსნა.
ეკონომ-კლასის სასტუმრო Accor Hotels ჯგუფის მესამე სასტუმროა თბილისში. დიზაინი სტუდია Sundukovy Sisters-მა შეიმუშავა.
„ibis Tbilisi Stadium მოსახერხებელია როგორც ტურისტებისათვის, ასევე ქალაქის საქმიანი ვიზიტორებისათვის. ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია აუცილებლად გახდება ბაზარზე სასტუმროს მთავარი კონკურენტული უპირატესობა“, – აღნიშნავს Accor Hotels ჯგუფის აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელი დირექტორი - ალექსის დელაროფი.
თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს.
ფრანგული Accor Hotels ჯგუფი სტუმართმოყვარეობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშეა, რომელიც 50 წელია 110 ქვეყანაში 4900 სასტუმროსა და 10 000 აპარტამენტს აერთიანებს.
Accor Hotels ჯგუფის სასტუმროების ბრენდი - Ibis 1974 წელს დაარსდა და ევროპის ბაზარზე ბიუჯეტური სასტუმროების ლიდერად იქცა. ქსელი მსოფლიოში გარემოსდაცვითი კონცეფციითაა ცნობილი და მომხმარებლებს თანამედროვე გარემოს, კომფორტსა და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss