| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – კობა გვენეტაძის - „ინფლაცია დაექვემდებარება მართვას“ შესაძლოა სუპერ მარიოს ( მარიო დრაგი) „ევროსთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ პირსა, დროსა და მასშტაბში აცდენილია, თუმცა სებ-ის პრეზიდენტი გულისხმობს, რომ ინფლაციის მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას თავად იღებს.
რაც მთავრობასთან - „სასესხო რეგულაციები ხომ გავამკაცრეთ, ₾200 000 ზღვარზე ჯერ თავი ხომ არ შეგეკავებინათ“ ნაცვლად მის დარწმუნებას ნიშნავს, შესაბამისი არგუმენტებით. სებ-ის პრეზიდენტმა საქმიან დილაში გულდაწყვეტით ისაუბრა გალარების სოციალურ პროგრამაზე, რა კარგი იყო მაგრამ პიარი აკლდა და არ გაამართლა. მანამდე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საპარლამენტო განხილვაზე თქვა, რომ სოციალურ პროგრამას შავი პიარი სდევდა თან.
2017 წლის გალარების პროგრამას მაშინდელი ფინანსთა, ეკონომიკის და სხვა დარგობრივი მინისტრები აპიარებდნენ, ყველა ბანკის მმართველის მხარდამჭერი კამპანიით და ექსპერტებს უკვირთ, ასეთი კოორდინაციით, PR რამ გააშავა.
„₾100 000-მდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, გარკვეული
პერიოდის შემდეგ, მთლიანად ლარში იქნება გაცემული,“ - ფინანსთა მაშინდელი მინისტრი ქუმსიშვილი ამ პროგრამის თანმდევ
სიკეთეებზე საუბრობდა, რომლითაც $75 მლნ-ზე მეტი ვერ გალარდა და რაზეც სახელმწიფომ 60 მლნ გამოყო.
შავი სიის გათეთრების კამპანიას კი სებ-ის პრეზიდენტი თავიდანვე გაემიჯნა -„ე.წ სესხების განულების აქციაში სებ-ს მხოლოდ კონსულტანტის როლი აქვს, ფისკალური აგენტის, რომ გარიგება ხარვეზების გარეშე დაიხუროს. რასაც სებ-ს ორგანული კანონი აკისრებს“.
გვენეტაძე კონსულტანტის როლში მთავრობას კი ეტყოდა, რომ ის შავი სია 3-5 წელი არ გათეთრდებოდა და არც ვალგანულებულისთვის გახდებოდა სესხი ხელმისაწვდომი, მაგრამ "ქართუმ" მაინც გაანულა.
600 000 ნაპატიები მსესხებლისგან, მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო სესხის
აღება, ისიც სხვებზე უფრო მაღალ პროცენტად.
შავი სიიდან ამოსულები კიდევ რამდენი წელი ვერ მოიხსნიან
რისკ სტატუსს, ₾1 500 შემოსავლიანისთვის როდის გახდება მარტივი ოვერდრაფტი
ხელმისაწვდომი და როდის მიუწვდებათ ხელი გრძელვადიან კრედიტზე, GBC -ი
რესპოდენტებთან ინტერვიუს მომავალ კვირას შემოგთავაზებთ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss