ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჭვანის ხეობაში კლდეზე დაკიდული სასტუმრო მოეწყობა
21 ნოემბერი, 2019, 16:28
ჭვანის ხეობაში კლდეზე დაკიდული სასტუმრო მოეწყობა

თბილისი (GBC) - კლდეზე დაკიდული სასტუმრო (კაფსულა) ექსტრიმის მოყვარულებისთვის,  საფესტივალო სივრცე, ტურისტული ბილიკები, თავშესაფრები და გასართობი ატრაქციები ბუნებაში – აჭარაში, ჭვანის ხეობაში დაგეგმილი აქტივობებია.


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მომზადებული კონცეფციით  ჭვანაში ინფრასტრუქტურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის ტერიტორიიდან  წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს.


"2020 წლიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყება.  წისქვილების სოფლამდე, ასევე გარდამავალი ტურისტული მარშრუტები მოეწყობა. ხეობა საინტერესო ტურისტული მიმართულებად ჩამოყალიბდება, მათთვის ვისაც ეკოტურიზმი, კულტურული ტურიზმი და სათავგადასავლო ტურიზმის იზიდავს", - აღნიშნა  დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ. 



 

ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კმ -შია. რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილი, სადაც დამთვალიერებელი  ადგილობრივ კერძებს, თაფლს  და ხილს  დააგემოვნებს. ხეობა  ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებით და ტრადიციებით. გამორჩეულია ხაბელაშვილების 3 საუკუნის ხის ხიდი - კულტურული მემკვიდრეობი ძეგლი.  ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები