ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბის მხარდაჭერით დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა
21 ნოემბერი, 2019, 14:08
ვითიბის მხარდაჭერით დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა

თბილისი (GBC) - ვითიბი ბანკმა,  „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“   უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრის მშენებლობა დააფინანსა. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი 3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.

 ბანკის დაფინანსება საავადმყოფოს მშენებლობას, რემონტს და სამედიცინო აპარატურის შეძენას მოხმარდა.

დიაგნოსტიკური ცენტრს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები, რომელიც პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და  დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას სთავაზობს.

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ასეთი მაღალი დონის დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნაში. ვითიბი ბანკისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის სამედიცო მომსახურების განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და უახლოეს პერიოდში ვითიბის დაფინანსებით კიდევ ერთი თანამედროვე კლინიკის გახსნაა დაგეგმილი", - განაცხადა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები