ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბიზნესი ჯოხს ეროვნულ ბანკზე ტეხს
20 ნოემბერი, 2019, 20:52
ბიზნესი ჯოხს ეროვნულ ბანკზე ტეხს

თბილისი (GBC) - “მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებს სავალუტო კურსის იმ დინამიკას, რაც შიდა სავალუტო ბაზარზეა. ყველა პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, ჯანსაღია, რასაც კურსი არ ასახავს,  ობიექტურია ითქვას, რომ საგარეო შოკი არ გვაქვს. ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია ვალუტა. ამავე პერიოდში კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.68 ნიშნულიდან თითქმის 3.0 ლარის ნიშნულამდე დაეცა“, - ბიზნესასოციაცია სებ-ის 2020-2022 ფულად საკრედიტო პოლიტიკის საპარლმანეტო განხილვაში მონაწილეების აზრს იზიარებს. მიაჩნია, რომ კურსი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი ბარომეტრია. ლარის დევალვაციით ზარალდება მოსახლეობა და ბიზნესიც.

 

„ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და, სავარაუდოდ, არსებობს მისი გამყარების საფუძვლები“;

 

”გადასახედია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და, ზოგადად, გასაანალიზებელია, ჩვენს პირობებში რამდენად მიზანშეწონილია ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებად ინფლაციის თარგეთირება”;

 

„გადასახედია ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული საბანკო რეგულაციები”;

 

„საბანკო რეგულაციების ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო. იმ მომენტისათვის ბაზარზე არსებული რისკების გათვალისწინებით, საბანკო რეგულაციების ზოგიერთი მოთხოვნა იყო გადაჭარბებული“, -

 

ასოციაციამ  ნაფიქრი  რამდენიმე პუნქტად ჩამოწერა. . ხელისუფლებასთან და ეროვნულ ბანკთან პროფესიული დისკუსიებიც დაანონსა, რომ შეჯერდნენ ბიზნესგარემოს  გაჯანსაღების პრინციპებზე.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები