| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - რამდენიმე დღეში გასახვევ თამბაქოზე
ახალი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება. როგორც JTI-ს კორპორაციული დირექტორი ივანე ხასია ამბობს, ეს არის დაგვიანებული, თუმცა, სწორი გადაწყვეტილება.
ამავდროულად პრობლემის კომპლექსურად მოგვარების აუცილებლობაზე საუბობს და აცხადებს, რომ შესახვევ თამბაქოზე შემოღებული რეგულაცია კონტრაბანდის პრობლემას
ვერ უშველის.
„დაგვიანებულია, რადგან ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგა. ბიუჯეტის
დანაკლისი, წლის ბოლომდე სავარუდოდ, 200-დან 250 მილიონ ლარამდე იქნება. ეს არის იმ
შეცდომების აღიარება, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა დაუშვა 2018 წლის დეკემბერში. ეს არ არის უნივერსალური გამოსავალი სიტუაციიდან - ამ პრობლემის მიმართ უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო. პირველ
რიგში, უნდა მოხდეს რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინება.
ყველა მეზობელ ქვეყანაში დაბალია სიგარეტის ფასი, რაც ხელს უწყობს კონტრაბანდის შემოდინებას.
შესახვევ თამბაქოზე შემოღებული რეგულაცია კონტრაბანდის პრობლემას ვერ უშველის. აუცილებელია ადვალური გადასახადის 30%-დან 10%-მდე შემცირება, რაც სექტორს ფასების დარეგულირების და მეზობელ ქვეყნებთნ თანხვედრაში მოყვანის საშუალებას მისცემს. სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც და რუსეთშიც გაცილებით დაბალია თამბაქოს ფასი. სომხეთში მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი აქციზის გეგმა, რომლის მიხედვით, 2023 წელსაც კი აქციზის განაკვეთი იმაზე დაბალი იქნება, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. საქართველო აქციზის ზრდის ესეთი ტემპებით 2-3 წელიწადში ევროკავშირში არსებულ ნიშნულს გასცდება, როდესაც იგივე ევროკავშირის წევრი ქვეყნები 90 ევრომდე განაკვეთს 10-15 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ზრდიდნენ”, - აცხადებს ივა ხასია.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია
აიკრძალება.
შეზღუდვა ეხება თამბაქოს ნედლეულს, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევ თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილ თამბაქოს.
ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.
დაფასოების გარეშე თამბაქოს გაყიდვა პირველ ჯერზე-2000 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში 4000 ლარით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss