| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Meiburg Wine Media’-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი გაუძღვა.
დებრა მეიბურგის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო და იგი დაგეგმილ დროზე დიდხანს გაგრძელდა.
ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქართული ღვინის წარდგენას ჩინეთისა და აზიის სხვა ქვეყნების ქალაქებში ითვალისწინებდა. ფესტივალი უკვე გაიმართა სამხრეთ კორეის დედაქალქ სეულში, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ფუძიანისა და სიჩუანის პროვინციებში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss