| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სარეიტინგო სააგენტო Fitch ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აფასებს. აღნიშნავს, რომ განაკვეთის ზრდით სებ-ი ლარის კურსის გაუფასურებით გამოწვეული გაზრდილი ინფლაციის შემცირებას ელოდება. ინფლაციის დონის ზრდის კიდევ ერთ მიზეზად სახელდება გაზრდილი გადასახადი თამბაქოზე.
რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, Fitch აღნიშნავს, რომ
ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მიერ დაწესებული ავიაშეზღუდვა იყო, რამაც გავლენა იქონია
ტურისტულ ნაკადებზე.
„თავისუფალმა გაცვლითმა კურსმა ბუფერის როლი ითამაშა
საგარეო შოკის პერიოდში. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე დადებითად იმოქმედა
იმპორტის შემცირებამ და ტურისტულმა ნაკადებმა, რომელიც მიუხედავად რუსული
შეზღუდვისა ჯამში მზარდია. 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $2.9 მლრდ მიიღო, რაც
წლიურად 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, - აღნიშნავს Fitch.
მონეტარული პოლიტიკის შერბილებას Fitch საშუალოვადიან პერიოდში ელის და აღნიშნავს, რომ ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 2020/2021 წლებში დაუბრუნდება.
მიუხედავად ამისა Fitch არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს პროაქტიულ მიდგომას და ინფლაციაზე ზეწოლის შესარბილებლად ის კვლავ გამოიყენებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, იმ შემთხვევაში თუკი ლარის გავლენა სამომხმარებლო ფასებზე ასახვას განაგრძობს.
ამასთან, Fitch მიანიშნებს, რომ ლარის გაუფასურება
დამატებით ტვირთად აწვება ქვეყნის საგარეო ვალსაც, რომლის უმეტესობაც (77%) უცხოურ
ვალუტაშია დენომინირებული.
სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის
პროგნოზსაც გადახედა და ის 4.3%-მდე შეამცირა. მიზეზი სებ-ის მიერ გამკაცრებული
დაკრედიტების პირობები და რუსული ავიაშეზღუდვაა.
ინფრასრტუქტურაზე და განათლებაზე გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების
პარალელურად, Fitch ელოდება რომ დეფიციტი 2.7%-მდე გაიზრდება. ლარის გაუფასურების
პარალელურად კი საგარეო ვალის მოცულობა მშპ-სთან 47%-მდე გაიზრდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss