ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვიზა რეგიონის დიჯიტალ ბანკინგში პარტნიორად სფეისს ირჩევს
14 ნოემბერი, 2019, 19:18
ვიზა რეგიონის დიჯიტალ ბანკინგში პარტნიორად სფეისს ირჩევს

თბილისი (GBC) - „ვიზამ“, კავკასიის რეგიონში, დიჯიტალ ბანკინგის მიმართულებით, თავისი პირველი სტრატეგიული პარტნიორობისთვის, „სფეისი“ შეარჩია. ინოვაციური საბანკო პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა,  საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

„ვიზა“ და „სფეისი“ ერთობლივად იმუშავებენ ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და დაცული საბანკო გადაწყვეტების შემუშავებაზე. „ვიზა“ მხარს დაუჭერს „სფეისის“ სხვა ქვეყნებში გასვლას და ახალი ბაზრების ათვისებას. 

 

„სფეისი“ ცვლის ყოველდღიურ საბანკო გამოცდილებას მისი გამარტივებით.  „სფეისის“ გაშვებისას გვინდოდა გავცდენოდით ტრადიციული საბანკო მიდგომის ჩარჩოებს და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოსვლით, შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ბანკი, რომელიც უკეთ უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს და მიზნებს.  თავისი არსებობის მოკლე დროში, სფეისმა დაამტკიცა, რომ მისი ინოვაციური და ამბიციური ხედვა რეალურია და ახლა უკვე, მისი მასშტაბური გეგმების განხორციელებაში ვიზას კონტრიბუცია ბევრს ნიშნავს", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა “


„სფეისი“თიბისის მხარდაჭერით შექმნილი სტარტაპია, რომელმაც ოპერირება 2018 წელს დაიწყო მაშინ, პირველ ციფრულ ბანკში, მხოლოდ სამი ადამიანი მუშაობდა. კომპანიაში უკვე 70-ზე მეტი დასაქმებულია 160,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

 

სფეისი ოპერირებს, როგორც ინოვაციური ბანკინგის ლაბორატორია, ფინანსური მომსახურების ახალი ფორმატებით : საბანკო ანგარიშის დისტანციურად გახსნა, 24/7 უწყვეტი/მომენტალური სერვისები, ელექტრო სკუტერით ბარათის მიტანის მომსახურება, მობილური აპლიკაციით ყველა საბანკო ბარათის ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობა..

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები