| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტრომ 2-წლიანი ობლიგაციებით 70 მლნ ლარი ისესხა. ეს იმ 400 მლნ-იდანაა 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებებით, გათვალისწინებულ 500 მლნ-ს რომ დაემატა. შიდა ვალის გაზრდისთვის.
აუქციონში 4 ბანკი მონაწილეობდა. ბანკი საკუთარის გარდა სხვა კომპანიების განაცხადებითაც მონაწილეობს, მათ შორის არარეზიდენტების, სხვადასხვა პროფილის (გაზგამანაწილებელი, ენერგოდისტრიბუცია, დეველოპმენტი, საინვესტიცო ...) საფინანსო და არასაფინანსო კომპანიების. შესაძლოა ბანკის კლიენტი იყოს 1 დილერი, რამდენიმე სხვადასხვა კომპანიის განაცხადით, თუმცა ვინაობა კონფიდენციალურია, აუქციონზე არ მჟღავნდება.
მონაწილეების მოთხოვნა 124.6 მლნ- ლარზე იყო. სამთავრობო ფასიანი ქაღალდები საშუალოდ 9.3%- სარგებლით ივაჭრეს.
ბაზრის მოთამაშეების ცნობით, განაკვეთი ბაზრისას მიყვება, თუმცა მაინც სტაბილურია, რასაც არარეზიდენტების მხრიდან მაღალი მოთხოვნა განაპირობებს. სახელმწიფო ობლიგაციები ნაკლებრისკიანად მიიჩნევა, თავისი ქცევით სასესხოსგან განსხვავდება, ნაკლებადმგრძნობიარეა და დრამატულად არ იცვლება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss