| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველში McDonald's -ის ქსელის მფლობელს შემოსავლები გაეზარდა.
„თ
და კ რესტორნების“ მენეჯმენტის ცნობით, კომპანიის
შემოსავალმა 2018 წელს, 79,431,171ლარი შეადგინა.2017 წელთან შედარებით კომპანიის
შემოსავალი გაიზარდა 25%-ით, რაც განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში არსებულ ფილიალებში
სტუმრების რაოდენობის ზრდითა და ახალი ფილიალის გახსნით.
მოგება-ზარალის უწყიდით ირკვევა, რომ გაზრდილია საოპერაციო მოგებაც
8.2-მილიონიდან 10.2 მილიონამდე. წმინდა მოგება 6.3 მილიონია, 2017 წელს არსებული
1.6 მილიონიანი ზარალის შემდეგ.
დღეისათვის, McDonald's -ის ქსელი საქართველოში 15 რესტორანს ფლობს. კომპანია გეგმავს გაფართოებას და კიდევ რამდენიმე
ფილიალის დამატებას.
გეგმაში რჩება ადგილობრივ პურის
ქარხანასთან თანამშრომლება, რომლის
მიზანია პურის ქარხანამ მიიღოს მაკდონალდს კორპორაციის სერტიფიცირება. სერტიფიცირების
შემდეგ შესაძლებელი იქნება ადგილობრივად წარმოებული პურით, როგორც საქართველოს მაკდონალდსის
ლოგისტიკური ჰაბის, ასევე შუა აზიისა და ევროპის ქვეყნების ლოგისტიკური ჰაბების მომარაგება.
ასევე კომპანია გეგმავს ადგილობრივი სალათისა
და შესაფუთი მასალების მწარმოებლების ხელშეწყობასა და განვითარებას, რათა მოხდეს მათი
მაკდონალდს კორპორაციის სტანდარტების შესაბამისი წარმოების ტექნოლოგიის დანერგვა, რაც,
თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის აღნიშნული ნედლეულის გამოყენებას მაკდონალდსის პროდუქციაში.
McDonald's
-ის მიერ საქართველოს მასშტაბით, 5 ქალაქში გაკეთებულმა
ინვესტიციებმა გახსნის დღიდან დღემდე - 79,291,532 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი
10,559,575 ლარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss