ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ივანიშვილი: ქართუს გაყიდვას 3 წელია ვცდილობ, ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს
4 ნოემბერი, 2019, 12:45
ივანიშვილი: ქართუს  გაყიდვას 3 წელია ვცდილობ, ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს

თბილისი (GBC) - „ქართუს“ გაყიდვასაც 3 წელია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, - ბიძინა ივანიშვილმა  Entrepreneur Georgia -სთან ლიბერთის მხრიდან ქართუს შესყიდვის დაინტერესება დაადასტურა.

მისი თქმით, საქართველოში ბიზნესი არასდროს უწარმოებია კლასიკური გაგებით – ბიზნესი მოგებისთვის.

ერთადერთი კომერციული ორგანიზაცია ბანკი „ქართუა“ და მასაც სხვა დატვირთვა ჰქონდა შექმნის დღიდან. დავაარსე, რომ ქვეყანას დავხმარებოდი, რადგან მაშინ საქართველოში ძალიან სუსტი საბანკო სისტემა იყო".

„ქართუს“ ხელი არავისთვის შეუშლია. პირიქით − როცა „აბსოლუტ ბანკი“ გაკოტრდა და არსებობდა რისკი, რომ ეს მთელ საბანკო სისტემაზე ნეგატიურად აისახებოდა, სრულიად უხმაუროდ შევისყიდე ეს ბანკი და მისი უიმედო ვალდებულებები „ქართუმ“ გადმოიბარა. „ქართუს“, სხვა ქართული ბანკებისგან განსხვავებით, არასოდეს ჰქონია ჭარბი მოგება.

მიაჩნია, რომ ქართუ არ უნდა დაიხუროს "ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქას ის და უნდა იარსებოს მე-3 ძლიერმა. ამიტომ ვთქვი უარი „ქართუს“ გაყიდვაზე მოგებით და მზად ვარ ბანკი ნომინალურ ფასად, ანუ იმ ფასად გავყიდო, რაც თავდაპირველად შევიტანე კაპიტალში. „ლიბერთიმ" გამოთქვა ინტერესი, ეს კარგი იქნება საბანკო სისტემისთვის, რადგან მესამე, მძლავრი  ბანკი ქვეყანას სჭირდება“, - აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ

 

    

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები