ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
₾4 000 შემოსავლიანებისთვის სავალუტო სესხზე ₾200 000 შეზღუდვა მოიხსნება
1 ნოემბერი, 2019, 12:03
 ₾4 000 შემოსავლიანებისთვის სავალუტო სესხზე ₾200 000 შეზღუდვა მოიხსნება

თბილისი (GBC) - >₾4 000 მემოსავლიანი მსესხებლისთვის ₾200 000 -მდე კრედიტის  უცხოურ ვალუტაში აღების შეზღუდვა მოიხსნება. ბანკების ლობი სებ-თან, სებ-ი კი მთავრობასთან მუშაობს, ინფლაციაზე კურსის მხრიდან წნეხის მოსახსნელად.

25%-მდე შემცირებული სარეზერვო ნორმის კიდევ შემცირება-შენარჩუნებას სებ-ი მპკ -ის 11 დეკემბრის სხდომაზე გადაწყვეტს. მპ-ის  ანგარიშით, გაუფასურებული ლარიდან ინფლაციაზე რისკი ნარჩუნდება, რაც ფასების სტაბილურობას უქმნის საფრთხეს (სებ-ის მანდატი - შენარჩუნება). 23 ოქტომბრის სხდომაზე სებ-მა მოლოდინების არხის დასაბალანსებლად, პოლიტიკა უფრო მეტად გაამკაცრა, ვიდრე ამას ბაზარი ელოდა.

ბანკების ასოაციაციის პრეზიდენტმა  ალექსანდრე ძნელაძემ  ლარის დეფიციტის  გასაჩენად სავალუტო სესხების წახალისების შესაძლებლობაზე  განაცხადა, არამოწყვლადი მაღალშემოსავლიანი  კატეგორიისთვის.

სებ-ის პრეზიდენტის აშშ-დან ჩამოსვლამდე, კერძო სექტორი გახარიას შეხვდა, ინფლაციაზე წმეხის ყველა კერა იდენტიფიცირდა. ბიზნესმა და ლობისტებმა წნეხის შემაკავებელი ინსტრუმენტები და წინადადებები გააცნეს, მათ შორის სასესხო რეგულაციების გადახედვის.  ძნელაძე   უზრუნველყოფის და შემოსავლიანობის კოეფიციენტების გარკვეული დათქმით გათანაბრების მართებულობაზე აცხადებს (სავალუტო და ლარის სესხზე). სავალუტოზე მთელი, 15% -ით მეტი შემოსავალი და  უზრუნველყოფა მოეთხოვება მსესხებელს, რაც ფინანსებზე ნაკლებ ხელმისაწვდომობას ნიშნავს.

დაგეგმილ შეხვედრაზე  გახარია დათანხმებულ პაკეტს წარმოადგენს. პრემიერის პირობით, არას შემთხვევაშიც პასუხი ოპერატიული იქნება.


მზარდი ინფლაციის საპასუხოდ, სებ-მა პოლიტიკა გაამკაცრა, სავალუტო დაკრედიტების რეგულირება შეარბილა, სარეზერვო ნორმა დაწია, ბაზარზე გადაცემას 2-3 თვე კი სჭირდება, მაგრამ როგორც სებ-ის პრეზიდენტი ამბობს მოლოდინების არხებით  ნაწილობრივ უფრო სწრაფადაც.

₾200 000 (01/2018) ამოქმედებისას შეზღუდვაში $80 000 -ის ექსვივალენტი ექცეოდა, ლარის გაუფასურებამ  ზღვარი $67 600-მდე დაწია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები