| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -„ჩვენთვის დიდი პატივია Global Finance-ის აღიარება. ეს ჯილდო კიდევ ერთხლ ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ მუშაობას მუდმივად შესთავაზოს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ციფრული მომსახურება და პროდუქტები“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
Global Finance, პირველად ისტორიაში, თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა.
„ამ წლის გამარჯვებულები ძლიერი სტრატეგიის მიხედვით გამოვავლინეთ, რომლის ფარგლებში ისინი მომხმარებლებს ინოვაციურ ციფრულ სერვისებს და მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობენ და მუდმივად ზრდიან ონლაინ მომხმარებლების რაოდენობას“, - განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის რედაქტორმა და გამომცემელმა.
საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი 50,000 ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss