ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ქართველი ფერმერები საფრანგეთში Sommet DE L’avage-ზე
31 ოქტომბერი, 2019, 14:26
 ქართველი ფერმერები საფრანგეთში Sommet DE L’avage-ზე

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველი ფერმერები საფრანგეთში , მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენაში  Sommet DE L’avage-ს მონაწილეობდნენ. ღონისძიება  კარგი შესაძლებლობაა, ფერმერებმა მიიღონ ინფორმაცია აგროსფეროში მიღწევებზე, მეცხოველეობის, საქონლის საკვები პროდუქტების, ასევე ტექნოლოგიებისა და კვლევების მიმართულებით.  მნიშვნელოვანია სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების დასამყარებლად, პოტენციური პარტნიორების მოსაძიებლად. ასევე, ინვესტიციების მოსაზიდად. ფერმერები პირისპირ შეხვდნენ უცხოელ კოლეგებს, დარგის საერთაშორისო სპეციალისტებს. 

„საქართველოს ბანკის მიზანია მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს, მეცხოველეობის მიმართულების შემდგომ განვითარებაში, სტანდარტების დანერგვასა და ხარისხის ზრდაში. ისეთ საერთაშორისო დონის გამოფენაში მონაწილეობის მიღება როგორიცაა Sommet DE L’avage ქართველ ფერმერებს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ინფორმაცია თუ როგორ გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუანარიანები და როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა, არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

Sommet DE L’avage არის მეცხოველეობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება. გამოფენა გამორჩეულია იმით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რთულ აგროკლიმატურ ზონებში რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას. მეცხოველეობისა და გენეტიკის სფეროში წარმოადგენს  ფრანგულ ნოუ-ჰაუს. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 000- მდე მსხვილფეხა ცხოველი, 180 000 მ2 ფართობზე მოწყობილი იყო განსაკუთრებული ჯიშების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 85-ზე მეტი ქვეყნიდან 95 000-მა ვიზიტორმა. განხორციელდა 35 ვიზიტი ფერმაში და აგრო ინდუსტრიულ ობიექტებში. გაიმართა 40-ზე მეტი კონფერენცია. წარმოდგენილი იყო 35 ქვეყნიდან 1500-მდე კომპანია. მათ შორის 300 მსხვილი საერთაშორისო  კომპანია.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები