| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ანაკლიის პორტის მარშრუტის კონკურენტუნარიანობაზე ექსმინისტრ ქობულიას პესიმიზმს არ იზიარებს სატრანპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი. დერეფნის გამტარობაზე, საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიების დასკვნა, რომელიც ქობულიამ ვერ აღმოაჩინა, ცენტრის ხელმძღვანელის თქმით რეალურად არსებობს. კვლევა პორტის პროექტში მონაწილე ბანკებმა დაუკვეთეს, რომლითაც და ტვირთნაკადებიც დასტურდებ.
ცაგარეიშვილის თქმით, გლობალური კვლევები უკვე გარანტირებულ მოცულობებს კი არა მოლოდიონებსა და პროგნოზს ეყრდნობა. შესაბამისად თანამედროვე მკვლევარები ნაკადების ზრდის ტრენდით ხელმძღვანელობენ.
2 000 წლიდან საკონტეინერო გადაზიდვები 3.2-ჯერ გაზრდილია, ყოველწლიურად 6-8%Y.Y. ზრდის ტენდენციია შავი ზღვის პორტებშიც აქტაუ-ბაქო +21%Y.Y, თურქმენბაში-ბაქო +12%Y.Y (2018/2017).
2019 –ის 9 თვეში (9m/2019) ბაქოს
ზრდაა +39%, საქართველოს პორტები კი 550 000 კონტეინერს მოემსახურა, იმდენივეს, რამდენსაც 2018 წლის განმავლობაში, მთლიანად.
ცაგარეიშვილის თქმით, ის თავად დაინტერესდა პორტის მასალებში სატვირთო გათვლებით, გაარკვია, რომ ის, პორტის საპროექტო დოკუმენტაციაში დევს, რაც ექსმინისტრმა ქობულიამ ვერ ნახა.
ცაგარეიშვილი ბაქო-თბილისის-ყარსის მხრიდან კონკურენციის საფრთხის ცრუ განგაშზეც აღნიშნავს.
თურქეთის ასიმეტრიული განვითარება (დასავლეთი, აღმოსავლეთზე მეტად განვითარებულია) რკინიგზის მთავარ სამიზნე მხარეს გამოკვეთავს - ყარსი -არდაზანს, რუსეთის ცენტრალური რეგიონიდან და ყაზახეთიდან, ხორბლის, ქვანახშირის და ქიმიური ტვირთნაკადებისთვის. რაც საკმარისია და ანაკლიის საკონტეინერო ტვირთების წართმევის საფრთხეს გამორიცხავს.
"ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებით კი საფრთხეს გვემუქრება ნოვოროსიისკის ნავსადგურიდან, რომლის სიმძლავრის 400 000 -დან 700 000 კონტეინრამდე გაზრდაზე უკვე იზრუნეს და გადავსების გამო ქართულ პორტების აუთვისებელ ტვირთსაც წაიღებს და ვოლგა-დონის არხით, კასპიის ზღვით, მოხვდება ცენტრალურ აზიაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss