ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბი გერმანულ საერთაშორისო ჯგუფთან ODDO BHF პარტნიორობაზე აცხადებს
25 ოქტომბერი, 2019, 13:51
ვითიბი გერმანულ საერთაშორისო ჯგუფთან  ODDO BHF პარტნიორობაზე აცხადებს

თბილისი (GBC) - „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ და ფრანკო - გერმანულმა საერთაშორისო ჯგუფმა ODDO BHF-მა სავაჭრო ოპერაციების ფინანსირების მიმართულებით ურთიერთანამშრომლობა დაიწყეს. ვაჭრობის ფინანსირებისათვის გამოყოფილი ხაზის ფარგლებში ბანკი მოახდენს თავის მომსახურებაში არსებული კომპანიების საექსპორტო და საიმპორტო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებას.

„ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ, განაცხადა:

ODDO BHF - თან აღნიშნული თანამშრომლობის დაწყება ძალზედ მნიშვნელოვანი, თანმიმდევრული, მუშაობის შედეგია. მოხარულები ვართ, რომ უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჯგუფთან ერთად ხელს ვუწყობთ ქართული კომპანიების სავაჭრო საქმიანობის გაძლიერებას, კომპანიების წარმოდგენას საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი ბანკის  პოზიციების გამყარებას აღნიშნული ოპერაციების მიმართულებით. თანამშრომლობის დაწყება 150 წლიანი ისტორიის მქონე ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტთან ხაზს უსვამს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მაღალ სანდოობას და დიდ გამოცდილებას სავაჭრო ოპერციების დაფინანსების მიმართულებით - განაცხადა ვლადიმერ რობაქიძემ.

ODDO BHF - ფრანკო - გერმანული საერთაშორისო ფინანსური ჯგუფია, რომელიც მომსახურების სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: კორპორაციები და კაპიტალის ბაზრები, კერძო კაპიტალის მართვა და აქტივების მართვა. საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით კი იგი ფარავს მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში არსებულ ბენეფიციარებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები