| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – $16.4 მლნ-ად, იუსტიციის სახლში,7 წლის წინ
ნაყიდი ეროვნული ბანკის (სებ) ოფისი, 10/2019-ის მდგომარეობით, 59.2 მლნ-ის ძირითადი
მატერიალური აქტივის 83%-ია (მიმდინარე
ფასებში)
სებ-ის ბალანსით, სექტემბრის მდგომარეობით, ლარის აქტივებში ძირითადი საშუალებები 59.2
მლნ-ს შეადგენს, საიდანაც 49 მლნ ლარამდე საოფისე უძრავი ქონებაა, გადაუფასებლად (თუ სებ-ის ოფისის 7 წლის წინანდელი ფასით ვიხელმძღვანელებთ).
სებ-ი $14 მლრდ-მდე აქტივებს ფლობს,
აქედან 10.9 მლნ ლარის უცხოური ვალუტის აქტივებია -$3.8 მლრდ-მდე, რაც მოიცავს უცხოური ვალუტის წმინდა რეზერვებს, 25%
სარეზერვო ნორმით დარეგულირებულ კომერციული
ბანკების რეზერვებს, აქტივების
წარმოებულებს ინსტრუმენტების მიხედვით (ფიუჩერსი, ოფციონი...), ფასიან ქაღალდებს,
სსფ-სთან დაკავშირებულ აქტივებს.
როგორც იცით სებ-ი 3-4 წელში ახალ
ოფისში აპირებს გადასვლას, რისთვისაც მიწა შერჩეული აქვს, ჯერ არცერთი თეთრი
გადაუხდია. კუთვნილი ოფისის გაყიდვას 3
წელზე ადრე არ აპირებს, რადგან მოსამზადებელი სამუშაოები შრომატევადია, დიაზინის,
ესკიზის მომზადება, ნებართვის აღება.
სებ-ის პრეზიდენტმა, მპკ-ს 23/10-ის
სხდომის შემდეგ, მიწის ნაკვეთის გამჭვირვალე გარიგებაზე განაცხადა, უმაღლესი სტანდარტის
დაცვით..
„მიწა კანონმდებლობის სრული დაცვით
შეირჩა. ნაკვეთის მოძიების მიზნით, სებ-მა მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიას. ამ უწყებებისგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
თავისუფალი მიწის არარსებობაზე მიღებული პასუხის შემდეგ კი, მოვიძიეთ სხვა
ალტერნატივა“, – განაცხადა გვენეტაძემ.
სებ-მა ძველი ოფისი უნდა გაყიდოს და ახლის მშენებლობის
თანხას დაამატოს. $16.4 მლნ მაშინ
(10/2012) ₾27 მლნ იყო, დღეს 50 მლნ
ლარამდეა. გასათვალისწინებელია უძრავი ქონების
გაძვირების ტრენდიც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss