| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობა იმ მცირე ჰესებისთვის და მათი ინვესტორებისთვის, ვინც არ მოითხოვს სახელმწიფოსგან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და გარანტირებულ ტარიფებს, შეღავათებს აწესებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მცირდება მცირე ჰესების მიმართ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები, რაც აქამდე ერთ მეგავატზე 100 000 დოლარს შეადგენდა. კერძოდ, იმ ჰესებისთვის, რომლებიც არ საჭიროებენ დამატებითი შესყიდვის ხელშეკრულებებს და დამატებით ხელშეწყობას, ეს ოდენობა ათჯერ მცირდება და იქნება 10 000 დოლარი ერთ მეგავატზე.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ასეთი ჰესები საკმაოდ
ბევრია.
ეკონომიკის მინისტრის
აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ენერგობაზრის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში
მიიღო, რაც ბაზრის გახსნას და კონკურენციის სტიმულირებას გულისხმობს.
„ამით
ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ინვესტორებისთვის გამოთავისუფლდება მათი რესურსის და საკუთარი
კაპიტალის დაახლოებით 10%, რომელიც მოხმარდება უფრო სწრაფ მშენებლობას და მცირე ჰიდროელექტროსადგურების
განვითარებას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის
ფარგლებში - ერთი მხრივ ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაჩენა, რამაც სტიმული მისცა
ისეთ ჰესებს, რომლებიც არ მოითხოვს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და მეორე
მხრივ - ჩვენი მხრიდან დამატებით ვუმცირებთ მოთხოვნილ გარანტიას და მათ განკარგვაში
ვუტოვებთ მეტ რესურსს, რომელიც ჰიდროელექტროსადგურების უფრო სწრაფ მშენებლობას მოხმარდება“,
- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss