| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კალა კაპიტალის დაფუძნებულ პროგრეს ბანკში, რომლის
აქტივ-პასივის 95% (სებ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით) თიბისის აქვს შესყიდული, ფულის
შესაძლო გათეთრებაზე, სებ-ი ინფორმაციას არ ფლობს და როგორც კობა გვენეტაძემ მპკ-ის
შემდეგ განაცხადა არც თიბისის წარუდგენია. „თიბისის მენეჯმენტმა, ჩვენს
მიმართვაზე, მასალების არსებობის შემთხვევაში მოეცა და პროკურატურაშიც წარედგინა, მოგვწერა,
რომ მედიაში გავრცელებული შინაარსის დასკვნა, ფულის გათეთრების ნიშნებზე, ბანკს არ
გააჩნია“ - თქვა სებ-ის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით ლიკვიდირებული პროგრეს ბანკი სებ-ის საზედამხედველო ეკონომიკურ სიბუექტებს შორის აღარ არის და შესაბამისად გადამოწმება შეუძლებელია.
"სებ-ში არ მუშაობენ გამომძიებლები, მუშაობენ მაკროეკონომისტები, ზედამხედველები და ეროვნული ბანკის ფუნქცია არ არის ფულის გათეთრების ან სხვა დანაშაულებრივი ფაქტის აღმოჩენა-გამოძიება“- დასძინა მან.
პროგრეს ბანკის მეპატრონეების კალაძე/ივანიშვილის გავრილოვთან პარტნიორობაზე და მათი გარემოცვის კომპანიებისთვის უზრუნველყოფის გარეშე სესხების გაცემა- ჩამოწერაზე, კითხვები აქვს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, რაც ლეგიტიმურად მიაჩნია თიბისის მმართველობიდან ჩამოცილებულ მამუკა ხაზარაძეს, მან სებ-ის პრეზიდენტი სიცრუეშიც დაადანაშაულა, რომ ამბობს, თითქოს ტრანზაქციებზე არაფერის იცის, მოუწოდა თქვას.
„როგორ მოხდა, რომ საქართველოში ოპერირებდა ბანკი, რომლის თანადამფუძნებელი კალაძესა და ივანიშვილთან ერთად იყო ცნობილი ფულის გამთეთრებელი გავრილოვი. დანარჩენი გამოძიების საქმეა", - ეს თქვა ხაზარაძემ, 2015 წლის ცვლილებაზე (78,29%) PINTEX GROUP CORP-მა (ბენეფიციარია - ილია გავრილოვი, რუსული ბანკ FDB-ის მფლობელი ) WEBION-ი, რომ ჩაანაცვლა, რომელიც 2013 წლიდან იყო აქციონერთა სტრუქტურაში.
პროგრესი სებ-მა 2016 წლის ოქტომბერში გაუშვა ლიკვიდაციაში. აქტივის შესყიდვის ამბავს შემდეგ ხაზარაძე იხსენებდა „სოსიეტე ჟენერალისგან“ „ბანკი რესპუბლიკის“ აქტივით დაინტერესებაზე, როგორ შეჩივლა ბიძინა ივანიშვილს. რატომ ყიდულობდა მას ჩუნური ჰუალინგი და არა რომელიმე ქართული საბანკო ჯგუფი.
იქ უბრალოდ, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი, თუ რატომ არ გვეძლეოდა ქართველებს გაფართოების საშუალება. საუბარში ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ისიც ასე ფიქრობდა. დაადასტურა, რომ სწორედ წარმატებულ ბანკს უნდა დაედო ეს გარიგება“ იმავე შეხვედრაზე გადაწყვეტილა "პროგრეს ბანკის“ აქტივების ყიდვაც, სებ-ის წინადადებით.
“საუბარში წამოვიდა, რომ იქნებ „პროგრესს ბანკი“ გეყიდათო. ვიცოდი, რომ ბანკი პატარა იყო, ისიც რომ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. შევედით, ჩავატარეთ აუდიტი და მივიღეთ სებ-ის თანხმობა. „პროგრეს ბანკი“ არ გვიყიდია. ვიყიდეთ მხოლოდ ჯანმრთელი აქტივები”, - ხაზარაძე.
ამ ინფორმაციას თუ გავყვებით არაჯანმრთელი რჩება 5%. ლიკვიდაციის რეჟიმში გადასვლამდე, „პროგრეს ბანკის“ აქტივები 200 მლნ ლარამდე, დეპოზიტები 100 მლნ ლარამდე იყო. ფინანსური მაჩვენებლებზე საინტერესო, 3-გზის რებრენდინგში, იყო შეუცვლელი ილია კეჭაღმაძე, რომელიც WEBION-ი (კვიპროსში, (ლიმასოლი) და PINTEX -ის მაჟორიტარობისას ბანკის საბჭოს წარმოადგენდა და „კალა კაპიტალის" დირექტორს. ყოფილი დირექტორი კოტე სულამანიძე, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა გაძღოლოდა, მაგრამ აღარ მოუწია ( რადგან სებ-ის გაყოფის რეფორმა შეჩერდა), ჯერ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში დასაქმდა, ახლა კი ჰუალინგ ჯგუფში წარმატებული მენეჯერია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss