| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რიგგარეშე სხდომის (25/09) შემდეგ სებ-ი რიგით სხდომას მართავს (№7/8) მპ-ის გამკაცრების განაკვეთის შესარჩევად, 0.25% თუ 0.5% ან იქნებ რეფინანსირების განაკვეთი არც გაზარდოს.
23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მპკ-ის დასრულებისთანავე სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უპასუხებს კითხვებს, როდის შეხვდება გახარიას, ლარის კურსიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის გასაზომად და მოკლევადიანი გეგმის შესადგენად. ამ მოკლე ვადაში სებ-ის ტრადიციული 1-წლიანი ან 2-წლიანი არ იგულისხმება. პრემიერი ოპერატიულ რეჟიმში ბიზნესს, მარეგულირებელს და ლობს სექტორულ ჭრილში 2-თვიანი გეგმის შესათანხმებლად ხვდება. ბიზნესასოციაციასთან გახარიას 21 ოქტომბრის შეხვედრაზე კობა გვენეტაძის ვაშინგტონში ვიზიტის გამო, სასესხო რეგულაციების შემსუბუქება დეტალურად ვერ გაიარეს.
სებ-მა, 25 სექტემბრის დამატებით სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5%-ით, 7,5%-მდე გაზარდა და დაანონსა გამკაცრების პოლიტიკის შენარჩუნება, ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხის განეიტრალებამდე.
ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, ინფლაციური მოლოდინებიც.
საგარეო სექტორის მონაცემები კვლავ პოზიტიური ტენდენციაზეა. საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის ბალანსი უმჯობესდება, რაც გაზრდილ განაკვეთთან ერთად, მოლოდინების არხით, კურსის გამყარებას უნდა შეუწყოს ხელი, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია დაიჭიროს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss