| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ინოვაციური ბიზნესების ხელშეწყობისთვის „საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ და USAID-Zrda რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს
ბიზნესის დაფინანსების მოდელის პრეზენტაცია ხუთშაბათს პერევში . „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ და USAID Zrda-სს სპეციალისტმა საბა სარიშვილმა გამართეს.
„ჩვენ უკვე შევხვდით შიდა ქართლის მოსახლეობას, პროექტმა
დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ბუნებრივია , რადგან გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში
ახალი საწარმოები ადგილობრივების დამაგრებას,
მათი შემოსავლების ზრდას, ეკონომიკურ აქტივობას, დასაქმებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,
სოფლის გაძლიერებასა და რეგიონის კეთილდღეობას
შეუწყობს ხელს“, განაცხადა გიორგი ლომიძემ.
„საპარტნიორო ფონდისა“
და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო
გამყოფი ზოლის (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები
დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“
განახორციელებს. USAID-Zrda-ს მიერ გამოყოფილი გრანტი პროექტის ფარგლებში ჯამურად
500 000 აშშ დოლარს შეადგენს.
აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის ფარგლებში სახელწოდებით, „ახალი საწარმოები
გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“, გრანტის
სახით 500 000 აშშ დოლარს გამოჰყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები
დაფინანსდებიან. დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე 106 სოფელში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული
ბიზნესები წამოიწყონ, რაც საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას,
ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.
პროექტ „სტარტაპ საქართველოს“
მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი
ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას
გრანტით უზრუნველჰყობს. პროექტის ძირითადი პრიორიტეტებია ინოვაციური საწარმოების დაფინანსება.
ბენეფიციარს მოეთხოვება მინიმალური ფულადი თანამონაწილეობა მხოლოდ 10%-ის ოდენობით,
დარჩენილ 90%-ს „სტარტაპ საქართველო“ შეღავათიანი გრძელვადიანი სესხით დააფინანსებს,
ხოლო „USAID-Zrda“-ს ბენეფიციარს ჯამურ თანხას
გაუორმაგებს.
სტარტაპერებისთვის პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების
მიღება „სტარტაპ საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.startup.gov.ge უკვე შესაძლებელია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss