| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) –„საქართველო ღვინის სამშობლოს“ სპეციალური პრიზი გადაეცა პარიზში, ლუქსემბურგის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე.
ქართულმა სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა მარსელში მიმდინარე წლის 13-16 ივნისს გამართულ ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ფესტივალზე Oenovideo - ფესტივალის პარტნიორთა და ჟიურის მიერ - მეცნიერებისა და კულტურის სპეციალური პრიზი მიიღო. წელს, ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე, 144 ფილმი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ფილმი სამეცნიერო კვლევაზეა, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწ დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის წარმოება. ფილმი მაყურებელს მოუთხრობს ბორდოში 2017 წელს გამართულ პროექტზეც „საქართველო მეღვინეობის აკვანი“, სადაც ახლადგახსნილ ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში - La Cité du Vin საქართველო, როგორც პირველი მიწვეული ქვეყანა იყო.
სამეცნიერო-მხატვრულ-დოკუმენტური
ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული
სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით.
ორმოცწუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები სხვადასხვა დროს საქართველოსა
და აშშ-ში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი გადაღებულია სტუდია
„სინემანი ფილმს“- ის ბაზაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss