| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -„ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დააწვა ინფლაციას. რადგან სებ-ის მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა, სათანადო ზომები მივიღეთ, გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა და განვახორციელეთ ინტერვენციები. იმისათვის, რომ მომავალშიც ხელი შევუწყოთ ლარის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხის შემცირებას, მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესახებ, ამავე დროს უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით გარკვეული შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის რესურსის გაცემას შეძლებენ ბანკები სესხების სახით. ამავე დროს ეს ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დასტაბილურებას. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ინფლაციაზე წნეხი შემცირდება ", -განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სებ-ს დოლარიზაციის წახალისება კიდევ მოუწევს. გაუფასურებული ლარი და მზარდი ინფლაცია, მაკროეკონომიკურ მთავარ გამოწვევად რჩება თიბისი ბიზნესისთვის.
მზარდი ინფლაციის საპასუხოდ, სებ-მა პოლიტიკა გაამკაცრა და სავალუტო
დაკრედიტების რეგულირება შეარბილა, სარეზერვო ნორმის შემცირებით, რომელიც 17 ოქტომბრიდან
შედის ძალაში.
ლარის ეფექტური კურსი თუ არ გამყარდა, სებ-ს -5% შერბილება და
+ 0.25% გამკაცრება მოუწევს. რაც $-ის კურსს
2.8-2.85 -მდე დაიყვანს.
5%-ით, 25%-მდე შერბილებით, სისტემაში $700 მლნ საკრედიტო რესურსი დარჩა.
„
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss