| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - გამყოფი ხაზის
მიმდებარე სოფლების გაძლიერების მიზნით, საინვესტიციო პროექტების მომზადება
პრიორიტეტულია“ -„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სამშვიდობო
ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფინანსური ინსტრუმენტის -„მშვიდობის ფონდი
უკეთესი მომავლისთვის“ კონფერენციაზე
განაცხადა..
„მშვიდობის ფონდი უკეთესი
მომავლისთვის“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის აპარატთან ერთად, „საპარტნიორო ფონდმა“ და „საქართველოს
სავაჭრო-სამრეწველო პალატამ“ დააფუძნეს. მისი მიზანია, საოკუპაციო ხაზების
გასწვრივ ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას, მოსახლეობის მდგომარეობის
გაუმჯობესებას, ასევე, ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების
განხორციელებას.
„საპარტნიორო ფონდი“ ქმედით ნაბიჯებს
დგამს - „სტარტაპ საქართველოს“ და USAID Zrda-ს ერთბლივ პროექტს „ახალი საწარმოები
გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“. USAID Zrda $500 000 -ს გამოჰყოფს, რომლითაც
„სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. 5-წლიანი პროგრამა მიზნად
ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს 5 რეგიონის 106
სოფელში. ამ გზით, დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ, საოკუპაციო გამყოფი ხაზის
მიმდებარე სოფლებში ინოვაციური ბიზნესები
წამოიწყონ. დაფინანსება გრანტით გაორმაგდება. ვფიქრობ, ეს არის ქვეყნის გამთლიანებისკენ
გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
კონფერენცია შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის ორგანიზებით გაიმართა,
რომელშიც მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss