| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საპენსიო სააგენტო 2018 წლის ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს (16:00 სთ, ჯანდაცვის კომიტეტი). 2019 წლის ბიუჯეტი 3.8 მლნ ლარია (2018 წ - ₾ 398 331).
სააგენტო თანხების ინვესტირებას
სახელმწიფო ფასიან ქარალდებში მალე დაიწყებს, ჯერ მხოლოდ კომერციული ბანკების
სადეპოზიტო ანგარიშებზე. ამ დროისათვის
ფონდში 400 მლნ-ზე მეტია მობილიზებულ, 8 მლნ-ზე მეტი დარიცხული სარგებლით. საკანონმდებლო
შეზღუდვით, 80% კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე უნდა დაბანდდეს.
საბჭო საინვესტიციო ოფიცერს მალე
წარადგენს, რომელიც ფულის შემოსავლიან
ინსტრუმენტებში, მათ შორის სახაზინო ობლიგაციებში განთავსებას უზრუნველყოს.
საბჭოს წარმოადგენენ დავით წიკლაური
(წარმატებული ბანკირი საქართველოს სისტემურ ბანკებში მუშაობის გამოცდილებით), ჟან
ფრედერიკ პოლსენი (კერძო და საჯარო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებით),
ოლივერ რუსო, საფრანგეთის საპენსიო
სარეზერვო ფონდის მართვის გამოცდილებით. მაიკლ რიდლი, წამყვანი საინვესტიციო ბანკირი
37 წლიანი გამოცდილებით და ტიმო ვიჰერკენტა, ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის
მოქმედი CEO, 20 მლრდ ევროს მოცულობის აქტივის მართვის გამოცდილებით. რისკის
მართვის ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი
მაღალანაზღაურებადი კადრების სახელფასო
ფონდი ჯერ უცნობია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss