| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქია. ასე გადაწყვიტა უნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ, მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციით. კომიტეტის სხდომა შვეიცარიაში ამზაფხულს გაიმართა. პროგრამის სლოგანია – „და შენი შემდეგი წიგნი არის..?“.
მთავარი მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და ყველა სოციალური ფენისთვის წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
2021 წელს, მსოფლიო წიგნის დედაქალაქში კამპანია წიგნის და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, 23 აპრილს დაიწყება.
2019 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქი შარჯა დასახელდა, 2020 წლის კი – მალაიზიის დედაქალაქი კუალა-ლუმპური.
მსოფლიო წიგნის დედაქალაქის წოდებას იუნესკო 2001 წლიდან ანიჭებს. 2001 წელს ეს წოდება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს ხვდა წილად
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss