| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) -პირველად, ბოლო 120 წლის განმავლობაში, ჩატარდა საზეიმო წირვა-ლოცვა კახის რაიონის სოფ. ქოთოქლოს ახლად ამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში.
საუკუნეზე
მეტია ტაძარი იყო უმოქმედო და
ადგილობრივი ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობა მოითხოვდა რეგულარული
წირვა-ლოცვის განახლებას, რასაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ.
პირველი
საღვთო ლიტურღია ჩაატარა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჰერეთისა და
ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ. საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს
ელჩი ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ.
განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. საღვთო ლიტურღიის
დასრულების შემდეგ, ზ. პატარაძემ, წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, შეხვედრა
გამართა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან. წმინდა სამების ეკლესიის
ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კახის რაიონის
აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss