| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი ერთ-ერთ გამოწვევად აუთვისებელ რესურსს ასახელებს, მათ შორის ისეთ ქონებას, "რომელიც ინვესტორს ელოდება და არ არის გასასხვისებლად გამოტანილი".
ნათია თურნავამ „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ ისეთ ძველ სახელმწიფო საწარმოებზე აღნიშნა, რომელსაც უამრავი ვალდებულება აქვს და ელოდება ინვესტორს.
მინისტრის განმარტებით, ეს არის უძრავი ქონება, რომელიც დეგრადირდება, თუ არ მოხდა მისი პრივატიზება. რეალურად კი, ასეთ ქონებას შეუძლია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დოვლათის მოტანა.
თურნავამ განაცხადა, რომ უძრავი ქონების პრივატიზების კუთხით მიღწევები არის, ტემპები დაჩქადა.
„საერთო ჯამში, არ ვარ კმაყოფილი - სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების კუთხით გვჭირდება გარღვევა და დაჩქარება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ამ პროცესში იქნება ძალიან თვითკრიტიკული და კრიტიკული“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონებში, უძრავი ქონების პრივატიზაცია კარგი ბერკეტია. მისივე თქმით, რეგიონებში საკმაოდ ბევრი ობიექტია სავალალო მდომარეობაში და დაჩქარებულად უნდა მოხდეს მათი გასხვისებაც.
„ბიზნესისთვის უკვე მომზადებული გვაქვს პროექტი - „100 ქონება ბიზნესისთვის“, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში მოხდება. ეს იქნება გასასხვისებლად გამზადებული, მოწესრიგებული, მიმზიდველი და კარგად შეფუთული უძრავი ქონება, რომელიც სწორად იქნება რეგისტრირებული, მოცილებული ექნება ყველა შესაძლო რისკი და პრობლემა. ამ პროექტის ფარგლებში წინასწარ მოხდა იმის შეფასება, თუ რა ტიპის ობიექტები შეიძლება ააშენოს ბიზნესმა, თუმცა არჩევანი ცხადია ბიზნესზეა. 100-ვე ობიექტი ყოველგვარი ბიუროკრატიული შეფერხების გარეშე გამოვა აუქციონზე და მუდმივად იტრიალებს. კვირის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ 20-30 ახალი ობიექტის დამატებას და რამდენიმე კვირაში 100-ვე ობიექტი გამოვა აუქციონზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, კომპანიებს შეეძლებათ არა მხოლოდ გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია, არამედ ნებისმიერ დროს საჯარო, გამჭვირვალე აუქციონით შეიძინონ ობიექტები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss