ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი სებ-თან კოორდინაციას ინარჩუნებს
3 ოქტომბერი, 2019, 10:40
პრემიერი სებ-თან კოორდინაციას ინარჩუნებს

თბილისი (GBC) - ერთობლივი მუშაობის შედეგად ბიუჯეტი გამოვიდა საკმაოდ დაბალანსებული, მასში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან, -  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შემდგომში, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან მნიშვნელოვანი იქნება კოორდინირებული მუშაობა, რათა 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ის აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მოგეხსენებათ რომ ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს 2,7 პროცენტი, რომელიც სრულად შეესაბამება სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას და ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსებულობის კიდევ ერთი ფაქტი. ასეთი კოორდინირებული მუშაობა შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში გამოწვევები ბევრი გვაქვს, მაგალითად - ლარის კურსი, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა და ეროვნული ბანკი კოორდინირებულად მუშაობენ, ე

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციების და რაც მთავარია უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ მიცემს საშუალებას ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ, როგორ კოორდინირებულად და ეფექტურად შეგვიძლია მუშაობა. ამ ზომების შედეგად, ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას. ამისთვის საქართველოს მთავრობა უკვე შემდგომი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორულ შეხვედრებს ბიზნესთან, რათა ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება და მეტი დინამიკის შემოტანა ჩვენს ეკონომიკაში - იყოს აღმოფხვრილი. ეს არის ჩვენი საერთო დავალება უახლოესი პერიოდის შემდგომი კვირისთვის და ყველა ერთად ჩვენი სამინისტროების სექტორების შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები