| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBС) – პრემიერი მთავრობის სხდომაზე ₾200 000 სასესხო ზღვრის მოხნის მიზანშეწონილობაზე და ბანკებისთვის ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის 5% კლების ეფექტის ვადიანობაზე განაცხადებს, მოესწრება თუ არა ბაზრისთვის, ახლადამოქმედებული ინსტრუმენტის, წლის ბოლომდე გადაცემა, რადგან არსებული კურსის შენარჩუნებით, ანალიტიკოსების დაშვებით, წლის ბოლოსთვის ინფლაცია 7% -ს მიაღწევს. ეს კი კურსზე წნეხს გაზრდის.
ბანკირებს პრემიერისთვის სასესხო ზღვრის მოდიფიცირებაც აქვს შეთავაზებული, რომ ვალუტშემოსავლიანებისთვის გრძელვადიან (12-15წ) სესხებში მულტირეჟიმის დაშვების შესაძლებლობა გაჩნდეს. მოდიფიკაცია ერთგვარი პრევენცია გახდება. არსებული სასესხო განაკვეთების შენარჩუნებისთვის და კურსის დასტაბილურობის ხელშეწყობისთვის. იპოთეკურ სესხზე 8-9% მხოლოდ მაღალი კონკურენციით ნარჩუნდება. საანაბრე სარგებელთან პროპორციით გაძვირების საფრთხე არსებობს. ევრო/დოლარის მიბმით გასაშუალებული განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა გაჩნდება.
პრინციპი მარტივია, მსესხებელი ლარში ექვივალენტით დაფარავს. ბანკს კი ლარის გაუფასურებით დამძიმებული ტვირთის შემსუბუქება სესხის ვადის გახანგრძლივებით შეეძლება. (სხვა ვალუტების მონაწილეობით, ბანკი სავალუტო რისკს დაიზღვევს).
სარეზერვო ნორმის შემსუბუქებით გამოთავისუფლებულ 700 მლნ რესურსს, გადოლარებული სესხებით გაჩენილი რესურსიც მიემატება. ეს მე-2 ინსტრუმენტია, კორპორაციული კლიენტები სავალუტო სესხებს გაადოლარებენ, რაც ბანკსაც აწყობს, კლიენტსაც, რადგან სესხი გაუაფდება და ეკონომიკასაც, რადგან ფული გაუჩნდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss