| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - „ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. ყოველწლიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტი. მივესალმებით ისეთი სავაჭრო პლატფორმების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთის ბაზარზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტის ზრდას“, - განუცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა იანგ სიას (ანხუეის პროვინციის იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის ინდუსტრიული პარკის თავმჯდომარე). სიამ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მნიშვნელობაზე აღნიშნა.
„ჩინეთის
მთავრობის მხარდაჭერით და ბიზნესსექტორის ინიციატივით, შეიქმნა ასოციაცია, რომელშიც ჩინეთის 40-ზე მეტი დიდი
ქალაქის და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელია გაერთიანებული. ასოციაციამ ანხუეის პროვინციაში შექმნა
იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის ინდუსტრიული ცენტრი, საუკეთესო პლატფორმა
უცხოური წარმოების პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისთვის. ცენტრის
საგამოფენო სივრცე საშუალებას აძლევს მწარმოებელს, მთელი წლის განმავლობაში,
წარუდგინოს და გააცნოს პროდუქცია ჩინელ მომხმარებელს. მოხარული ვიქნებით, თუ
აღნიშნულ პლატფორმას ქართველი მწარმოებლები აქტიურად გამოიყენებენ“, - განაცხადა იანგ
სიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss