| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - "ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს ასევე ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით", -პრემიერის რისკების მართვის მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე აცხადებს.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრი თაობაზე გახარიოამ აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოაგვაროს ის ურთულესი და უმწვავესი პრობლემები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.
„ეს შეხვედრა იყო სრულ
სინქრონში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს
იმისთვის, რომ ურთულესი, უმწვავესი პრობლემები, რომელიც ორ ქვეყანას შორის
არსებობს, მოაგვაროს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ
ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით,
სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ,
რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ჩვენი სათქმელი ყოველთვის იქნება ჩვენი
სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის
მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ
ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო
პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენს
გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss