| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "ისეთი მეგაპროექტები, როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის განხორციელება, გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე. ეს არის სფერო, რომელიც საჭიროებს სტაბილურობას, რისკების გათვალისწინებას, ვინაიდან წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის ერთერთ განმსაზღვრელ ვექტორს" - Hub Georgia
მივესალმებით EBRD-ის განცხადებას ამ
პროექტის თანადაფინანსებისათვის მზადყოფნის შესახებ. EBRD არის ერთერთი 4
ბანკიდან, რომელიც მზადაა დააფინანსოს ანკლიის პროექტი 100 მილიონი დოლარით.
არის საშიშროება, ანაკლიის
პოტენციური მომხმარებელი შევიდეს კოლაბორაციაში სხვა პორტთან. ვინაიდან
ნოვოროსიისკის პორტის ლიმიტი არ არის დამაკმაყოფილებელი ასეთი მასშტაბური
ტვირთბრუნვისთვის, რუსეთის სახელმწიფომ დაიწყო ტამანის პორტის მშენებლობა, რომლის
მიზანია ევროპიდან აზიაში და პირიქით ტვირთის გადაზიდვა და მნიშვნელოვანი
კონკურენციის გაწევა ანაკლიის პორტის მიმართ. ვითარება არის მძიმე, ვინაიდან
ტამანის პორტის მშენებლობა დაწყებულია, საჭიროა განისაზღვროს ანაკლიის პორტის
პროექტის ვადები და მოხდეს მისი სწაფად რეალიზება. იმ შემთხვევაში, თუ ტამანის პორტის პროექტის
დასრულება მოხდება ანაკლიის პროექტის სრულყოფაში მოყვანამდე, ძალიან რთული იქნება
უკვე ტამანის პორტის მომხმარებლის მოზიდვა და გადმობირება.
ამ ვითარებიდან გამომდინარე,
იმისათვის, რომ ანაკლიის პოტენციურმა მომხმარებელმა არ მოახდინოს შეთანხმება
კონკურენტ, ტამანის პორტთან, აუცილებლად უნდა განისაზღვროს თაიმლაინები და მოხდეს
პროექტის წარმატებული რეალიზება.
მიუხეადვად საქართველოს მთავრობის
მიერ მრავალი დადებითი განცხადებისა ანაკლიის პორტის რეალიზების შესახებ, სახეზე
არ არის საპასუხო რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ინვესტორ ბანკებს არ უნდა
უწევდეთ საკუთარი მზაობის შესახებ განცხადების მრავალჯერ გაკეთება.
სახელმწიფოს მთავრობას ვურჩევთ, ლოკალური კონფლიქტის ნაცვლად, ყველა სტრუქტურამ დაუჭიროს მხარი ამ პროექტის განხორციელებას. იმისათვის, რომ კითხვის ნიშნები ამ პროექტის მზაობასთან დაკავშირებით იქნეს აღმოფხვრილი, მათ უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი, დააფინანსონ პროექტის პირველი ფაზა, რითაც დაუდასტურებს ინვესტორებსა და საზოგადოებას საკუთარ მზაობას საქმით. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას რაც მომავალში უზრუნველყოფს ინვესტორების მოზიდვას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss