| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 70-წლის ქალბატონი კვირაში ერთხელ გორის სასამართლოში დადის და მეუღლის პროცესებს ესწრება. ერთი თვეა მისი მეუღლე პატიმრობაშია. 74-წლის მამაკაცი საბრალდებო სკამზე ზის და განაჩენს ელოდება.წინასწარ პატიმრობაში მყოფს ოჯახურ ძალადობაში ედება ბრალი.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, წააქცია, რის შედეგადაც მოტეხილობები
მიიღო.
,,რა ვქნა ბოდიში მოვუხადო?" -
ჰკითხა მოსამართლეს ბრალდებულმა.
,,თუ ამას გააკეთებთ, კარგი
იქნება" - უპასუხა მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა.
,,აჰა, მოვუხდი" - დასძინა
ბრალდებულმა.
მას ადვოკატი არ ჰყავს. მოსამართლემ ადვოკატის აყვანა შესთავაზა, თუმცა
ბრალდებულმა განაცხადა, რომ დამცველის დაქირავების საშუალება არა აქვს.
სასამართლომ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. სხდომა კიდევ ერთი კვირით გადაიდო. (საინფორმაციო ცენტრი - შიდა ქართლი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss