| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) –8-მეტრიანი „ისუზუს“ მარკის ავტობუსი პირველად წყნეთის N34
ავტობუსს ჩაანაცვლებს
უახლოეს პერიოდში წყნეთიდან სადგურის
მოედნისკენ მოძრავი N34 ყვითელი ავტობუსები ახალი, „ისუზუს“ მარკის ავტობუსებით
ჩანაცვლდება.
როგორც ცნობილია, თბილისის
სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის
220 ახალი, EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება
მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიან ავტობუსები 53
მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსებში
უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის
სისტემა.
ხელშეკრულების თანახმად, ISUZU-ს
მარკის ავტობუსების თბილისისათვის მოწოდება მიმდინარე წლის სექტემბრიდან უნდა
დაიწყოს და დეკემბერში უნდა დასრულდეს. ამჟამად N34 მარშრუტზე 12 ერთეული ავტობუსი
მუშაობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss