| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ასაწონი
თუთუნის და ელექტრონული სიგარეტის
დაბეგვრიდან მისაღები შემოსავლების დათვლამდე, ფინანსთა სამიმისტრო 2019 წლის
ბიუჯეტს აკორექტირებს, კლებაში მოყვა სიგარეტის აქციზიდან მისაღები 175 მლნ.
აქციზის ზრდამ, რაც კანონის მიღებისას კეთილშობილური მიზნებით იხსნებოდა, ვერც
მოხმარება შეამცირა და ფისკალური ეფექტიც ერთჯერადი იყო. ეს ის ინიციატივაა, ინფლაციაში 1.3% -იანი წილით რომ შევიდა.
საკანონმდებლო
ლაფსუსის გამოსასწორებლად, პარლამენტში
მორიგი ინიციატივა განიხილება. შემოდის კრებსითი დეფინიცია -
თამბაქოს ახალი ნაწარმი, რომელიც აერთიანებს სიგარეტს
მიმსგავსებულ ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის
ელექტრონულ მოწყობილობას და იმასაც, რაც ჯერ მწარმოებლებს არ გამოუგონიათ. თამბაქოს
წარმოება-იმპორტი-დისტრიბუცია-რეალიზაცია რეგულაციის კანონში ცვლილებებს
(ინიციატორები: დაჩი ბერაია, ირაკლის მეზურნიშვილი, სულხან მახათაძე, დავით
სონღულაშვილი, გურამ მაჭარაშვილი) კომიტეტების მხარდაჭერა უკვე აქვს.
ცვლილებებით თუთუნის 500გ> შეფუთვაც უნდა დაიბეგროს. ფინანსთა სამინისტრო 175 მლნ -იანი კორექციასაც სიგარეტის მწეველების თუთუნზე გადასვლით ხსნის. სიიაფის გამო თუთუნის მომხმარება გაზრდილია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss