| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საბიუჯეტო ცვლილებებით საშემოსავლო გადასახადიდან შემოსავლები 16 მლნ-ით მცირდება 3.1 მლრდ-მდე, რასაც ფინანსთა სამინისტრო დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოსალოდნელზე მეტის დარჩენას უკავშირებს.
175 მლნ-ით მცირდება სიგარეტის
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი, 1.3
მლრდ-მდე, რასაც რეგულაციების გამო მოხმარებაში სიგარეტის თუთუნით ჩანაცვლებამ
განაპირობა.
370 მლნ-ით მცირდება (931 მლნ-მდე) საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებელი გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები.
500 მლნ-ით იზრდება ბანკებისგან სახაზინო ვალდებულებებით მოსაზიდი 400 მლნ, 900 მლნ-მდე. რაც ბაზრის განვითარების აქტივობით იხსნება, შარშან ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვებით, რომელიც 2020 წლის იანვარში იფარება.
1.5 მლნ-ით მცირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გრანტები ( ბიუჯეტის ასიგნება 157 მლნ-ით იზრდება). - განმარტებით ბარათში აღნიშნულია 2019 წელს დაწყებულ პროექტების (რიკოთის, ქვეშეთი-კობი..) მასშტაბურობასა და სირთულეზე და შესაბამისად დონორების სახსრების ათვისების გადავადებაზე. "კომპლექსურობა საჭიროებს კორექტირებას და დაფინანსება ნაწილობრივ გადაინაცვლებს მომდევნო წლებში".
საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტში შევიდა. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ჯამურად კვლავ 9. 645 მლრდ
ლარით განისაზღვრება, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 30 მლნ -ით, 11 3 მლრდ-მდე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss