ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სულგუნი და პარმიჯანო ერთ სივრცეში - OriGIn-ის არაჩვეულებრივი გამოფენა
23 სექტემბერი, 2019, 19:13
სულგუნი და პარმიჯანო ერთ სივრცეში - OriGIn-ის არაჩვეულებრივი გამოფენა

თბილისი (GBC)- ჩურჩხელა, ტეკილა, ხვანჩკარა, პარმიჯანო რეჯანო და სულგუნი - ქართული და უცხოური გეოგრაფიული აღნიშვნები ერთ საგამოფენო სივრცეში -  საერთაშორისო კონფერენციას, გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი და გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსი - OriGIn, 24 სექტემბერს რედისონში მართავს

საქართველოში, დღეის მდგომარეობით დაცულია 48 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება: 20 - ღვინო (ატენი, ახაშენი, წინანდალი, გურჯაანი, არდენახი, კახეთი, კოტეხი, ყვარელი, მანავი, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, სვირი, თელიანი, ტიბაანი, ტვიში, ვაზისუბანი, ხვანჭკარა, ხაშმის საფერავი, ბოლნისი), 8 - მინერალური წყალი (ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი, მიტარბი, უწერა, სქური, ზვარე, ბოლნისი), 13 - ყველი (სვანური სულგუნი, კობი, იმერული ყველი, მესხური ჩეჩილი, დამბალხაჭო, თუშური გუდა, გუდა, მეგრული სულგუნი, სულგუნი, ქართული ყველი, ტენილი, აჭარული ჩლეჩილი, ჩოგი), ჭაჭა,მაწონი, ჩურჩხელა, ახალქალაქის კარტოფილი, ქუთაისის მწვანილი, ტყიბულის ჩაი, მაჭახელას თაფლი.

ამ სტატუსის პროდუქცია, სხვაზე 2.5 ჯერ ძვირია. 

OriGIn -გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალურ ალიანსში 40-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის საქართველო) 500-მდე მეწარმეთა ასოციაცია გაერთიანებული.

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები