ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე - თბილისში
23 სექტემბერი, 2019, 14:48
ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე - თბილისში

თბილისი (GBC) - იტალიური მხატვრობის 3 საუკუნე ტრიესტის ძველი ხელოვნების ეროვნული გალერეის საგანძური - 27 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე თბილისი  "ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე" ექსპოზიციას მასპინძლობს. "მნახველს ელის ექსკურსი დროში, სივრცესა და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა სტილში. ეს მიმზიდველი ექსპოზიცია მოიცავს იტალიური მხატვრობის სამ საუკუნეს, გვიანდელი რენესანსიდან მე-18 საუკუნის დასასრულამდე," - თქვა  იტალიის ელჩმა (ანტონიო ბარტოლი)

გამოფენაზე თავმოყრილია ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვან ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 ტილო. მნახველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს იმ ეპოქის ჩრდილოეთ იტალიაში არსებულ ფერწერის ძირითად სკოლებს, ბოლონიიდან (ჯუზეპე მარია კრესპი) გენუამდე (ჯოვანი ბატისტა პაჯი, ჯოაკინო ასერეტო, ჯოვანი ფრანჩესკო კასტილიონე), ლომბარდიიდან (პიერ ფრანჩესკო მაცუკელი და პიერ ფრანჩესკო ჩიტადინი) ვენეტომდე (ბონიფაჩო დე' პიტატი, კარლო კალიარი, ფრანჩესკო მაფეი, ნიკოლა გრასი).

ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს იმდროინდელი მხატვრობის სტილებისა და ჟანრების (პორტრეტის, პეიზაჟისა და ნატურმორტის) ვრცელ პანორამას. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, აქ წარმოდგენილია ყოფის ამსახველი სცენები და ასევე, ანტონიო კანალეტოს ვენეციის ხედების ოთხი ესკიზი.

ექსპოზიცია "ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე" პროგრამა "Vivere ALL’italiana"-ს ნაწილს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული გამოფენები საქართველოში 150.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა მოინახულა.

ღონისძიება ორი ქვეყნის ისტიტუციებს შორის თანამშრომლობის შედეგია. იტალია  : საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და იტალიის საელჩო თბილისში. საქართველო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. პარტნიორი/მასპინძელი Glocal Project Consulting-ი.

https://ambtbilisi.esteri.it/ambasciata_tbilisi/ka/ambasciata/news/dall_ambasciata/2019/09/tre-secoli-di-pittura-italiana.html

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები